გაგოშიძე: დამსაქმებლებმა უნდა გაიგონ, რომ დასაქმებულ მშობლებს ხელშეწყობა სჭირდებათ

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე საუბრობს იმაზე, როგორ უნდა შეუწყონ ხელი დამსაქმებლებმა იმ მშობლებს, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ.
Sputnik

„თუ მშობელს შვილის მიმართ აქვს დანაშაულის შეგრძნება, ვერ უთმობს სათანადო ყურადღებას, ასეთი თანამშრომელი არ არის პროდუქტიული მუშაკი. ამ დროს მე მივმართავ დამსაქმებლებს... ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ მშობლებს უნდათ ხელშეწყობა. მშობლებს სჭირდებათ მისთვის განკუთვნილი დრო, რომ ის დრო დაუთმონ თავის შვილებს. ასეთი მშობელი არის პროდუქტიული მუშაკი. მშობლების შვილებთან ურთიერთობას სამსახურმა უნდა შეუწყოს ხელი“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.

ნეიროფსიქოლოგის თქმით, 21-ე საუკუნეში ადამიანები ძალიან მოქნილი გრაფიკით მუშაობენ. განვითარებულ ქვეყნებში კომპანიები ცდილობენ, რომ ჰყავდეთ კმაყოფილი მუშაკი, კარგი მშობელი, რომელიც ჯანსაღ, მომავალ თაობას აღზრდის და ეს ისევ ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ.