შვედეთში საქართველოს მოქალაქის დანაწევრებული სხეული იპოვეს

მოკლულის ვინაობას სამართალდამცველები ამ დრომდე არ ახმაურებენ.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

საზარელი შემთხვევა ქალაქ კალიქსში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები მდინარის ნაპირზე იპოვეს.

მომხდარ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეა და ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. იგი ამტკიცებს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

შვედეთის პროკურატურამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

მოკლულის ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება.