ბეგაშვილი: სწორედ ამიტომ ვმუშაობდი მეცხრე კლასში ორ ადგილზე

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი საუბრობს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში დაისახო მიზანი და ყველაფერი გააკეთო ამ მიზნის მისაღწევად.
Sputnik

 

„მე ყოველთვის მინდოდა ისეთი ცხოვრება, როგორიც დღეს მაქვს. არასოდეს არ ვიჯდებოდი სახლში და არ დავიწყებდი წუწუნს – „რა ცუდია, რომ ფული არ მაქვს“. მე ვიცოდი, როგორი ცხოვრებაც მინდოდა და სწორედ ამიტომ ვმუშაობდი მეცხრე კლასში ორ ადგილზე“, – ამბობს შორენა ბეგაშვილი.

მსახიობის თქმით, ცხოვრებაში მთავარია გქონდეს მიზანი, იცოდე, რა გსურს მომავალში. როცა ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.