საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ერთა ლიგაში პირველი ქულები დაკარგა

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაუშვა.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაში ანდორას ვერ მოუგო – მატჩი ხუთშაბათს ფრედ - 1:1 დაამთავრა.

პირველი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ მეცხრე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 63-ე წუთზე შეძლეს. გოლის ავტორია მარტინესი. ეს პირველი გოლია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ამჟამინდელ გათამაშებაში გაუშვა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ნაკრებს ხუთი თამაშის შემდეგ 13 ქულა აქვს და D1 ჯგუფში ლიდერობს. ამ ჯგუფის ორმა სხვა გუნდმა - ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებებმა ხუთშაბათს შეხვედრა ასევე 1:1 დაასრულეს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში 19 ნოემბერს ყაზახეთის გუნდს უმასპინძლებს.

ტურნირის ოთხ საწყის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა, თავის კვარტეტში ვადამდე დაიკავა პირველი ადგილი და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა და უეფას ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში კლასში ამაღლება გაინაღდა.