ქუთაისის საპყრობილეში 25 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

მამაკაცს სასჯელაღსრულების დაწესებულება ექვსი თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის ემილ ხოფერია გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გარდაცვილილი გუშინ ბათუმში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. ხოფერიას ოჯახი წევრები ციხის ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანასა და უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ასევე, მათი ინფორმაციით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

„მიიყვანეს მკვლელობამდე, მერე, არ ვიცი, მორგში ხომ მიჰყავთ, რა გააკეთეს, ამოუჭრეს რამე?.. მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი", – განაცხადა გარდაცვლილის დეიდამ ვიოლეტა ხოფერიამ.

ემილ ხოფერია სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა და მას საპატიმრო ექვსი თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.