ქართველი ფიგურისტის წარმატება: მორის ყვითელაშვილის მეორე ადგილი გრან-პრიზე

ყვითელაშვილი 2016 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, ახლა კი ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე.
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ფიგურისტმა მორის ყვითელაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა მოსკოვში მიმდინარე გრან-პრის მეხუთე ეტაპზე. 

პირველ ადგილზე იაპონელი ფიგურისტი იუძურუ ჰანიუ გავიდა 110,53 ქულით, რითაც საკუთარი მსოფლიო რეკორდი  — 106,69 ქულა გააუმჯობესა.  წინა რეკორდი იაპონელმა სპორტსმენმა წელს დაამყარა ფინეთის გრან-პრიზე.

რაც შეეხება მორის ყვითელაშვილს, მან 89,94 ქულა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ყვითელაშვილი 2016 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, თუმცა მერე საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის შეთავაზება მიიღო და მას შემდეგ ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე.