ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 16 ნოემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 16 ნოემბრის პროგნოზზე.
Sputnik

„16 ნოემბერი წყლის ვირთხის დღეა. დღევანდელი დღე განკუთვნილია ნებისმიერი საქმის ან საქმიანობის დასასრულებლად და არა საჭირო და გამოუსადეგარი ნივთების მოსაძიებლად. შეგიძლიათ დაკავდეთ მცირედი რემონტით სახლში და შემოიფარგლოთ სახლის გენერალური დასუფთავებით. მოგზაურობის დაწყებაც, გირჩევთ, სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები საბაჟოსა და ავიაბილეთებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა ცხენის წელიწადში დაბადებული ადამიანებისათვის.