დანგრეული სახლი ფონიჭალაში: აფეთქების შედეგები

Sputnik

„Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების ადგილზე მივიდა და დანგრეული შენობის ფოტოები გადაიღო.

1 / 14
აფეთქების შემდეგ კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო
2 / 14
სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა
3 / 14
აფეთქება დილით, მესამე სართულის ბინაში მოხდა. პოლიცია და სახანძრო ოპერატიულად მივიდა შემთხვევის ადგილზე
4 / 14
აფეთქება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაზიანდა ზედა და ქვედა სართულებიც
5 / 14
გარდა ამისა, მეორე საერთულზე ბეტონის ფილა დაეცა, რომელიც შენობის მყარი კონსტრუქციის ნაწილი იყო. მეორე სართულის მაცხოვრებლები - დედა და მისი ჩვილი ბავშვი გარდაცვლილები იპოვეს
6 / 14
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ შენობებსაც შუშები დაემსხვრა
7 / 14
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც - 6 წლის გოგონა, მისი მამა და ბაბუა
8 / 14
დაზარალებულთა მდგომარეობა მძიმეა - მათ მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობები მიიღეს
9 / 14
რამდენიმე საათიანი სამაშველო სამუშაოების დროს ადგილობრივები სახლთან შეიკრიბნენ და თვალს ადევნებდნენ მიმდინარე მოვლენებს
10 / 14
ქალაქის ხელისუფლება 28 ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას იღებს. მათ სხვა შენობებში შეასახლებენ
11 / 14
თბილისის ხელისუფლება ასევე შენობის მდგომარეობას შეისწავლის და მის გასამაგრებლად აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს
12 / 14
აფეთქების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლით, რაც "ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას" ითვალისწინებს და ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით
13 / 14
ქალაქის ხელისუფლებამ აქამდე არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გამათბობელ მოწყობილობებთან
14 / 14
მომხდარს იძიებენ კრიმინალისტი-გამომძიებლები, ექსპერტებმა უკვე დაასრულეს აფეთქების ადგილის შესწავლა