ქართული ფეხბურთი: როდესაც ფრე დამაკმაყოფილებელი აღარ არის

Sputnik

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველად დაკარგა ქულა უეფას ერთა ლიგაზე, როდესაც ხუთშაბათს ანდორის გუნდს დაუპირისპირდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა მატჩი.

ხუთი თამაშის შემდეგ ქართულმა გუნდმა 13 ქულა მოაგროვა და D1 ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა. ამავე ჯგუფის ორმა გუნდმა - ყაზახეთისა და ლატვიის ნაკრებებმა ხუთშაბათს შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს.

1 / 12
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გასვლაზე ანდორის გუნდთან ფრე ითამაშა
2 / 12
ქართული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თამაშის დაწყებამდე ოპტიმისტურად იყო განწყობილი
3 / 12
თუმცა შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 1:1, რამაც ქართველი გულშემატკივრების ნაწილს იმედი გაუცრუა, ისინი კიდევ ერთ გამარჯვებას მოელოდნენ
4 / 12
ანგარიში თამაშში ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს, როდესაც მეცხრე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მეტოქის კარში ზუსტად დაარტყა
5 / 12
ქართველმა ფეხბურთელებმა გოლის გატანა აღნიშნეს, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა
6 / 12
მიუხედავად ქომაგების მხარდაჭერისა, ქართულმა გუნდმა მეორე ნახევარში სიტუაციის შეცვლა ვერ მოახერხა
7 / 12
მასპინძლებმა ანგარიში 63-ე წუთზე გაათანაბრეს - გოლი მარტინესმა გაიტანა
8 / 12
საქართველოს ნაკრების კარში გასული გოლი პირველი აღმოჩნდა ერთა ლიგაზე
9 / 12
თუმცა ეს ფრე საერთო სურათზე ვერ იმოქმედებს - საქართველოს ნაკრებს გარანტირებული აქვს ფინალში გადასვლა
10 / 12
ხუთი შეხვედრის შემდეგ ქართველმა სპორტსმენებმა 13 ქულა მოიპოვეს და D1 ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერები გახდნენ
11 / 12
ამავე ჯგუფის ორი დანარჩენი ნაკრები - ყაზახეთისა და ლატვიის გუნდები ხუთშაბათს შეხვდნენ ერთმანეთს და 1:1 ითამაშეს
12 / 12
ჯგუფის დასკვნით მატჩში 19 ნოემბერს ვაისის გუნდი თბილისში ყაზახეთის ნაკრებს უმასპინძლებს