„თურმე 70-მდე ფილმში ვარ გადაღებული და იქიდან მხოლოდ ორი-სამის არ მრცხვენია“, – ამბობს ცნობილი მსახიობი.
ზურაბ ყიფშიძე — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. 1970–1971 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. შემდეგ გადავიდა მოსკოვში და 1976 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი და იმავე წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი გახდა. პრემია "ნიკას" ლაურეატი (1997). გადაღებულია 70-მდე ფილმში.