„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 15 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, ალილუევის, მანჯგალაძის და ჩოხატაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ავლიპ ზურაბაშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრის), სოფელი დიღმის, ჩალისპირების დასახლების და სამხედრო გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ბესარიონ ჟღენტის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.