ინციდენტი ზუგდიდში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ოთხშაბათს, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას ახალგზარდა მამაკაცს თანასოფლელმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.