საქართველოს ნაკრები ანდორის გუნდთან შესახვედრად ემზადება

Sputnik

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ანდორაშია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ემზადებიან ქართველი ფეხბურთელები ანდორის ნაკრებთან შესახვედრად უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში.

ჯგუფიდან საქართველოს ნაკრების გასვლა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში უკვე გადაწყვეტილია. ქართულმა გუნდმა ყველა მატჩი წარმატებით ითამაშა. დარჩენილ ორ მატჩში ანდორისა და ყაზახეთის წინააღმდეგ ქართული გუნდის წინაშე ხარისხიანი და ეფექტური თამაშის ჩვენების ამოცანა დგას.

1 / 12
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში უკვე გასულია
2 / 12
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უკვე შეუძლია მშვიდად გამართოს მატჩები მეტოქეებთან
3 / 12
ორ დარჩენილ მატჩში ქართული გუნდი ყაზახეთსა და ანდორას დაუპირისპირდება
4 / 12
ფეხბურთელები და მწვრთნელის შტაბი დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვებისათვის ემზადებიან
5 / 12
თუმცა, გუნდა თუ ქულების მაქსიმალური რაოდენობა ვერ მოაგროვა, ვლადიმერ ვაისის მიმართ უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამს
6 / 12
ნაკრებებს შორის პირველ შეხვედრაში, რომელიც ერთი თვის წინ თბილისში გაიმართა, ანდორამ თავდაცვით სტრატეგიას მიმართა
7 / 12
ამ ტაქტიკით მათ ლატვიასთან ითამაშეს 0:0, ყაზახეთთან კი 1:1, თუმცა ქართველ ფეხბურთელებთან ეს მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდა
8 / 12
თუმცა საეჭვოა მომდევნო თამაშში ანდორელებმა სტრატეგია შეცვალონ და საქართველოს წინააღმდეგ სხვა ტაქტიკით ითამაშონ
9 / 12
თუმცა, მეტოქის ნაკლები მოტივაციის ხარჯზე, ანდორელებს შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ შეტევებს და ქართული ნაკრების კართან მინიმალური საფრთხე შექმნან
10 / 12
თუმცა საქართველოს ნაკრებსაც გოლის გატანის არაერთი შანსი ექნება
11 / 12
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რო მმატჩი ხელოვნურ ბალახზე შედგება, რაც ტრავმის გაზრდის რისკს ზრდის. ჩნდება შეკითხვა: რა საჭიროა რისკი და ზიანის მიღება, როდესაც პირველი ადგილი უკვე გარანტირებულია, წინ კი 2/3 სეზონია დარჩენილი?
12 / 12
Sputnik-საქართველოს რეპორტიორის პროგნოზით, საქართველოს ნაკრები აუცილებლად გაიტანს ერთ ან ორ გოლს, თუმცა ძალიან არ დაიხარჯებიან ანგარიშში დიდი სხვაობის მისაღწევად, რაც თბილისში მოხდა