ფრთხილად პედაგოგებო: თბილისში მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა!

გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა სკოლის დირექტორს უკბინა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მამაკაცი 20 წლის გოგონას კბენისთვის ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შემთხვევა ვაზისუბანში რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება მეოთხე კლასის ერთ-ერთი მოსწავლის მამასა და მასწავლებელს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი კამათში სკოლის დირექტორიც ჩაერთო. მშობელსა და დირექტორს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მშობელმა სკოლის დირექტორს ხელზე უკბინა.

დირექტორი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკეთით ვადით ერთ წლამდე.