ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 14 ნოემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 14 ნოემბრის პროგნოზზე.
Sputnik

„14 ნოემბერი ლითონის ძაღლის დღეა. დღეს არ არის რეკომენდებული სერიოზული კომერციული და ფინანსური საქმიანობის დაწყება და ამ თემებთან დაკავშირებით კონტრაქტების და მოლაპარაკებების წარმოება. ასევე არ გირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას პირად ურთიერთობებში. შეგიძლიათ დაკავდეთ სახლის მცირედი რემონტით და ყვავილების გადარგვით“, – აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა დრაკონის წელიწადში დაბადებული ადამიანისათვის.