სოკოლოვი: მომწყდა ხელებიც, ფეხებიც, ჭკუაც ამერია

ცნობილი ტელე- და რადიოდიქტორი დავით სოკოლოვი იხსენებს, როგორ დაიწყო თავისი ჟურნალისტური კარიერა.
Sputnik

„პირველად რომ გავედი ეთერში, თუ არ წავიქცეოდი, არ მეგონა. მომწყდა ხელებიც, ფეხებიც, ჭკუაც ამერია. როგორია, რომ იქ, სადღაც ხარ და სახლში ბებიაშენი გიყურებს. საშინელი განცდა იყო, შეიძლება პასუხისმგებლობის გრძნობაც დავარქვათ“, – იხსენებს დავით სოკოლოვი.

ტელეწამყვანის თქმით, თხუთმეტი წლის განმავლობაში რადიოშიც და ტელევიზიაშიც ერთდროულად მუშაობდა.