ჯუნგლებში აღმოჩენილი საოცრება: ტაძარი ბორობოდური კუნძულ იავაზე

Sputnik

ბუდიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრს მსოფლიოში, ბორობოდურის ტაძარს ყოველწლიურად მილიონობით მომლოცველი სტუმრობს. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალა ბუდისტური სიწმინდიდან.

1 / 9
ბუდიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ცენტრს მსოფლიოში, ბორობოდურის ტაძარს ყოველწლიურად მილიონობით მომლოცველი სტუმრობს. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტა ბუდისტური სიწმინდიდან
2 / 9
მონუმენტი ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია
3 / 9
ისტორიული ცნობების თანახმად, ბორობუდური XIV საუკუნეში მიატოვეს მას შემდეგ, რაც კუნძულ იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოები დაკნინდა
4 / 9
მონუმენტი საუკუნეთა განმავლობაში იყო დაკარგული გაუვალ ჯუნგლებში
5 / 9
ბორობოდური 1814 წელს აღმოაჩინა სერ თომას რაფლზმა, იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ისტორია
6 / 9
მონუმენტს, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, დღესაც უამრავი ბუდისტი პილიგრიმი სტუმრობს
7 / 9
იუნესკოს სიაში ბორობუდური რამდენიმე კულტურული კრიტერიუმით მოხვდა, მათ შორის, როგორც „ადამიანური შემოქმედებითი გენიის შედევრი“
8 / 9
არ არსებობს არანაირი წერილობითი დოკუმენტი იმის შესახებ, თუ ვინ ააშენა ბორობუდური ან რა იყო მისი დანიშნულება. მეცნიერთა ვარაუდით, ის დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 800 წელს უნდა იყოს აგებული. მშენებლობამ, სავარაუდოდ, 75 წელს გასტანა
9 / 9
სახელ ბორობუდურის წარმოშობა უცნობია, ისევე როგორც უცნობია მრავალი ძველი ინდონეზიური ტაძრის თავდაპირველი სახელი