საქართველოს მოქალაქეები მილანის აეროპორტში ჩარჩნენ

არსებობს რამდენიმე ვერსია იმისა, თუ რატომ ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა იტალიიდან დროულად გამოფრენა
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დაახლოებით 30 მოქალაქე მილანიდან სამშობლოში გამოფრენას უკვე რამდენიმე საათია, უშედეგოდ ცდილობს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ცრუ შეტყობინება ბომბის შესახებ: სიდედრი სიძეზე იყო გაბრაზებული

„მიზეზი არ ვიცით, არავინ არაფერი გვითხრა. პირველი ვერსია არის ის, რომ რაღაც ახალი რეგულაცია მიუღიათ (ავიაკომპანიას Wizz Air) ბარგთან დაკავშირებით, რამაც გაწელა პროცესი ბარგის ჩაბარების. მეორე ვერსია იყო, რომ უფრო მეტი ბილეთი გაიყიდა, ვიდრე იყო ადგილი და ვინც ვერ ჩაეტია თვითმფრინავში, ის არ შეუშვეს", - განაცხადა ტელეარხთანერთ-ერთმა მგზავრმა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მომხდარის მიზეზები არ განუმარტავთ.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიასთან ტესტ-მატჩში დამარცხდა>>

ტელეკომპანია Imedi-ს ცნობით, იმ მგზავრებს შორის, ვინც საქართველოში ვერ გამოფრინდა, საქართველოს რაგბის ნაკრების გულშემატკივრები არიან. მატჩი საქართველოსა და იტალიის გუნდებს შორის შაბათს ფლორენციაში გაიმართა.