პარზის ღვთისმშობლის ტაძარი, იგივე ნოტრ-დამი, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ღირსშესანიშნაობაა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტა და გაეცანით ისტორიულ ტაძარს.
1 / 8
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, აგრეთვე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — საკათედრო ტაძარი პარიზის აღმოსავლეთ ნაწილში.
3 / 8
პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად მიიჩნევა და შენდებოდა მთელი გოთური პერიოდის განმავლობაში.
5 / 8
ნოტრ-დამის მოედანზე მდებარეობს საფრანგეთის „ნულოვანი წერტილი“ — ანუ წერტილი, საიდანაც იწყება საავტომობილო გზების მანძილის ათვლა ქვეყნის დედაქალაქიდან. ლეგენდის თანახმად, ტურისტი, რომელიც ნულოვან წერტილს გაივლის, აუცილებლად ბრუნდება პარიზში.
6 / 8
ტაძარი შემკულია ურიცხვი ქანდაკებით, ნაძერწი და ჭედური ჩუქურთმებით, რაც განუმეორებელ ხიბლს სძენს ამ მართლაც დიად ქმნილებას.
7 / 8
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, რომელშიც ეგრეთ წოდებული, მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.
8 / 8
ტაძრის წინ მოედანზე დგას კარლოს დიდის ქანდაკება, თუმცა ის მხოლოდ ორჯერ იყო პარიზში