ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 13 ნოემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 13 ნოემბრის პროგნოზზე.
Sputnik

„13 ნოემბერი მიწის მამლის დღეა. დღევანდელი დღე კარგია ახალმოსახლეობისთვის, დღესასწაულებისთვის, სასიყვარულო და პირადი შეხვედრებისთვის. კარგია ასევე მოგზაურობის დაწყება და ახალი ფილიალების გახსნა. არასასურველია დღეს მკურნალობის დაწყება, მაღალია სხეულის ტრავმის ალბათობა და უსიამოვნებები საპირისპირო სქესთან“ - აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, ეს დღე არასასურველია კურდღლის წელიწადში დაბადებული ადამიანისათვის.