„ეს საოცრებაა" - გავრცელდა ახალი ფოტოები ბერა ივანიშვილის ქორწილიდან

ბერა ივანიშვილის ქორწილმა საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მილიარდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, მუსიკოს ბერა ივანიშვილისა და ქართველი მოდელის, ნანუკა გუდავაძის ქორწინება ქართული ტაბლოიდების ტოპ-თემა გახდა.

ამჯერად წყვილის თაყვანისმცელებმა შეძლეს ენახათ ჯვრისწერის ფოტოები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

ახალგაზრდების ჯვრისწერა 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შტამომავლების შეუღლებისას ნახეს.

„ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" - ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა. ფოტოებზე ისინი "სამოსელი პირველის" საქორწინო ტანსაცმელში არიან.

ფოტოებზე აღმბეჭდილია ჯვრისწერის მთავარი და ბედნიერი მომენტები.

სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ „ეს საოცრებაა", „ნამდვილი ზღაპარია" და ახლად დაქორწინებულებს დიდ ბედნიერებასა და სიყვარულს უსურვებენ.

ბერას ქორწილი ამ კვირას უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით გაიმართა. ჯვრისწერას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მაღალჩინოსნები, მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე და ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

წყვილმა ქორწილი მრავალრიცხოვანი სტუმრის თანდასწრებით კოჯორთან ახლოს, ფეშენებელურ დასასვენებელ კომპლექსში გადაიხადა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დღესასწაულის ცოცხალი ყვავილებით გაფორმებაზე ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ბერა ივანიშვილის რჩეულზე ცოტა რამაა ცნობილი: ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. როგორც მასმედიაში წერენ, 14 წლის ნანუკა ქართველი დიზაინერის, ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ახლა გოგონას ფეშენ-ბლოგერს უწოდებენ.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.