საქართველო-სომხეთის საზღვარზე ტვირთების შემოწმების პროცესი დაჩქარდება

მონაცემთა ელექტრონული მიმოცვლა საქართველო-სომხეთს შორის ტვირთების გადაზიდვებს დააჩქარებს
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს და სომხეთის საბაჟო სამსახურები მონაცემთა ელექტრონულ მიმოცვლას დანერგავენ, რაც საზღვარზე ტვირთების შემოწმების პროცესს დააჩქარებს, განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის უფროსის მოადგილემ მიკაელ პაშაიანმა.

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურებს ამარტივებენ

როგორც „Sputnik-სომხეთი“ იუწყება, ქართველი მებაჟეები საქონლის შესახებ მონაცემების შეგროვებისას მათ ციფრულ კოდში დაშიფრავენ და შემდეგ ამ კოდებს სომეხ კოლეგებს გადასცემენ.

სომხეთის საბაჟოზე ამ კოდის წაკითხვა საქართველოს საბაჟოს მსგავსად, მარტივად მოხდება და საქონლის ხელახლა დათვალიერება აღარ იქნება საჭირო (უკიდურესი გამონაკლისების გარდა).

საქართველო თურქეთის საბაჟო სამსახურთან ინფორმაციის ელექტრონულ მიმოცვლას 2016 წლიდან წარმატებულად ახორციელებს.