ისრაელის არმიამ ჰამასის შტაბბინა გაანადგურა: პასუხი მასირებულ სარაკეტო დარტყმაზე

ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ღაზის სექტორში პალესტინის ისლამისტური ფუნდამენტალისტური მოძრაობა ჰამასის შტაბბინის განადგურების კადრებია ასახული.
Sputnik

ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ღაზის სექტორში პალესტინის ისლამისტური ფუნდამენტალისტური მოძრაობა ჰამასის შტაბბინის განადგურების კადრებია ასახული.

ისრაელის არმიის განმარტებით, აღნიშნული ავიაშეტევა იყო პასუხი იმ მასირებულ სარაკეტო იერიშზე, რომელიც პალესტინელმა სამხედროებმა განახორციელეს ღაზის სექტორიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულ შტაბბინაში, რომელიც ადგილობრივი სკოლის შენობაში იყო განთავსებული, ინახებოდა მონაცემები ისრაელზე თავდასხმების მოსაწყობად.

გარდა შტაბბინისა, ღაზაში ასევე განადგურებულია ტელეარხ „ალ-აქსასა“ და ასევე სასტუმრო „ამალის“ შენობები.