მეჭიაური: იმ პატარძალივით ვარ, რომელსაც არ შეეშინდება ახალი არჩევნების

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს.
Sputnik

„დაახლოებით სამი წლის წინ, როდესაც გავემიჯნე „ქართულ ოცნებას“, ერთ-ერთი მთავარი, რაშიც ბრალს ვდებდი, ეს იყო „სამართლიანობის აღდგენა“ და კოჰაბიტაცია, რომელმაც დამახინჯებული სახე მიიღო. რომ ჩახსნათ ყველა პოლიტიკური ძალა, რჩებიან მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც ძალიან კომფორტულად გრძნობენ ერთმანეთთან თავს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

თიანეთის მერი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები არის ბოლო შანსი და ბიძინა ივანიშვილმა რადიკალური ზომები უნდა მიიღოს.