„საწოლში" – ქართველმა რეჟისორმა რუსეთში უფროსებისთვის ვებ-სერიალი გადაიღო

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, რამდენიმე წყვილი სხვადასხვა ისტორიითა და პრობლემით ურთიერთობებს საწოლში არკვევს.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. რუსეთს ახალი კინო იპყრობს – კამერული ვებ-სერიალი „საწოლში", რომელიც ქართული წარმოშობის რეჟისორმა და სცენარისტმა შოთა გამისონიამ გადაიღო. ფილმი გათვლილია ასაკიანი მაყურებლისთვის – 18+.

ფილმში შერწყმულია იუმორი, ლირიკა, გულწრფელობა. სიუჟეტის მიხედვით, რამდენიმე წყვილი სხვადასხვა ისტორიითა და პრობლემით ურთიერთობებს საწოლში არკვევს. სწორედ საწოლი აღმოჩნდება იდეალური ადგილი სულიერი საუბრების, ფილოსოფიური ფიქრების, ცრემლის, გულგახსნილობისა და სიყვარულის ყველანაირი გამოვლენისთვის.

სერიალი ოთხი ნოველისგან შედგება. ათი ხუთწუთიანი ეპიზოდისგან შემდგარ რომანტიკულ კომედიაში მონაწილეობენ მსახიობები დენის შვედოვი, ნინო ნინიძე, იულია მაიბოროდა, სვეტლანა კამინინა და სხვ.

პირველი სერიების ნახვა შესაძლებელია 12 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს YouTube-ზე.

შოთა გამისონია 37 წლის რეჟისორი, სცენარისტი, მემონტაჟე და მსახიობია. ავტორია სერიალების: Адаскандар (2015), Универ. Новая общага (2011); მოკლემეტრაჟიანი ფილმების: Море желаний (2010), Поле, клоуны, яблоко... (2008) და Когда-то мы жили в горах (2007).