მესხი: უბედურია ის ერი, რომელსაც თავისი ხელისუფლების მიმართ არ ექნება შენიშვნები

მსახიობი მიშა მესხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
Sputnik

„უბედურია ის ერი, რომელსაც თავისი ხელისუფლების მიმართ არ ექნება შენიშვნები, მოთხოვნები. მეორე ტურმა უფრო მეტი საფუძველი მომცა იმისი, რომ ცოტა აზრზე მოვლენ. ბიძინას თვალებში დავინახე, რომ ნაწყენი იყო, მაგრამ ნაწყენი ჩვენზე კი არა, თავის გარემოზე უნდა იყოს“, – ამბობს მიშა მესხი.

 მსახიობის თქმით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მომთხოვნი უნდა იყოს საკუთარი ხელისუფლების მიმართ.