უბედური შემთხვევა თერჯოლის რაიონში - 18 წლის ბიჭი ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 12  ნოემბერი — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ტრაქტორი გადაბრუნდა და 18 წლის ბიჭი მოიყოლა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.