ამერიკიდან სამხრეთ აფრიკაში საცხოვრებლად გადასულმა ფოტოგრაფმა საკუთარ სახლში უცნაური ცხოველები აღმოაჩინა და გადაწყვიტა, მათთან კეთილმეზობლურად იცხოვროს.
როგორც ის წერს, ერთ დღეს, როდესაც კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა, გვერდზე ოთახიდან რაღაც ხმაური შემოესმა. იქ შესულმა კი დივანზე რაღაც უცხო მხეცუნა დაინახა. მერე სხვენიდან მოესმა ხმა და აღმოაჩინა, რომ იქ პაწაწა უცნაურობის დედა დარბოდა გამწარებული, რომელმაც არ იცოდა, რა ექნა.
ნანახით მოხიბლულმა ფოტოგრაფმა პაწაწას ჯერ რამდენიმე სურათი გადაუღო, მერე კი სამზარეულოს მაგიდაზე დასვა და კამერა ჩართო. აი, სწორედ მაშინ გათამაშდა სცენა, რომელიც აღიბეჭდა კიდეც კადრებში.
საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ეს გალაგო ყოფილა, პატარა და ძალიან სწრაფი ცხოველი, რომელსაც დიდ სიმაღლეზე ხტომა შეუძლია. დედა-შვილს ფოტოგრაფის სახლის სხვენში ჰქონდა სადგომი და ვინაიდან ისინი არაფერში არ უშლიდნენ ხელს ახალ მობინადრეს, მანაც გადაწყვიტა, მათთან კეთილმეზობლურად იცხოვროს.