შსს–მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 36 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში 26 წლის ირანელი ნარკორეალიზატორი  დააკავეს

უწყების ინფორმაციით, გ.ფ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს და სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 19 აბი ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.