ზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ყვარელში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარი შაბათ საღამოს, ხუბუების საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.  თვითმხილველების განცხადებით, ადგილზე სახანძრო სამსახური დროულად მივიდა, თუმცა სახლი სრულად დაიწვა.  მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის დახმარებას გაუწევს.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.