ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 ნოემბერს

დედაქალაქში ორშაბათს 13 გრადუსი სითბო იქნება
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები ორშაბათს, 12 ნოემბერს თბილისში უპირატესად ღრუბლიან ამინდს და სუსტ წვიმას პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +6 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით 13 გრადუსამდე დათბება.

მზე 07:45 საათზე ამოვა და 17:43 საათზე ჩავა.