ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილები.
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.

ავარია სიღნაღში: დაღუპულია კვადროციკლის მძღოლი

თვითმხილველების განცხადებით,  თბილისი-ახალციხის გზაზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზეა მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.