თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სამბისტმა ქალმა ნინო ოძელაშვილმა საქართველო ასახელა - ის გახდა ქართული სამბოს ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში 72 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქალთა შორის ნინო ოძელაშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მან რუმინელ ლორენა პოდეპიანსკის ანგარიშით 6:1 მოუგო.
კიდევ ორი მედალი, ამჯერად ბრინჯაოს საქართველოს შემატეს გივი ნადარეიშვილმა (52 კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90 კგ).
სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში 8 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.