შოკოლადის შადრევანი და სანტა–კლაუსი: თბილისელებს ყველაზე ტკბილ ფესტივალზე იწვევენ

ღონისძიება ბოტანიკური ბაღის სივრცეში გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბოტანიკურ ბაღში 9 დეკემბერს შოკოლადის ფესტივალი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

თბილისური ნოემბერი – ქუჩის მუსიკა და ღამის ეკონომიკის ფორუმი

ფესტივალის მონაწილეები იქნებიან როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ისე შოკოლადის მწარმოებელი უცხოური კომპანიები.

ფესტივალის სტუმრებს შოკოლადის მრავალფეროვნება, შოკოლადის შადრევანი, ყავა, ჩაი, გლინტვეინი, ცხელი ფუნთუშები და სხვა ტკბილეულობა ელოდებათ. გარდა ამისა, ფესტივალს გაალამაზებს საახალწლო ნაძვის ხე და სანტა–კლაუსი.

ღონისძიება ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.