მრავალშვილიან ოჯახებს საქართველოში ელექტროენერგიის გადახდაში დაეხმარებიან

სახელმწიფო ელექტროენერგიის გადასახადისთვის თითოეული ოთხშვილიანი ოჯახისთვის 20 ლარს გამოყოფს.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. მრავალშვილიანი ოჯახები 2019 წლის იანვრიდან ელექტროენერგიის სუბსიდიას მიიღებენ. აღნიშნულია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მთავრობის დადგენილებაში.

თვეში 20 ლარი გამოიყოფა იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც 18 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი იზრდება და რომლებსაც მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი აქვთ მინიჭებული. ყოველ მეხუთე და შემდგომ ბავშვზე დამატებით გათვალისწინებული იქნება 10-10 ლარი, თუ ელექტროენერგიის საფასური 20 ლარს გადააჭარბებს.

სოციალურად დაუცველები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში დახმარებას შეინარჩუნებენ

შეღავათები გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებისთვისაც.

ელექტროენერგიის სუბსიდიას არ მიიღებენ ოჯახები, რომელთა ბავშვები სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იმყოფებიან.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, შეღავათების მიღება გათვალისწინებულია სხვა სოციალურ დახმარებებთან ერთად, რომლებსაც მოსახლეობის შეჭირვებული ფენები იღებენ.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი საკანონმდებლო დონეზე 2018 წლის ივნისში განისაზღვრა. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 12,4 ათასი ასეთი ოჯახია.