ლევან გაჩეჩილაძე: აგერ დავდებ ულვაშს

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატზე სალომე ზურაბიშვილზე საუბრობს.
Sputnik

„უბრალოდ უნდა წაიკითხოთ სალომეს ისტორია და გამოცდილება. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რა კლასი აქვს ამ ქალს დიპლომატიურ ურთიერთობებში... ვერ მოხერხდა სათანადოდ სალომეს პოლიტიკური შეფუთვა“, – თქვა ლევან გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში.

ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანი, განსაკუთრებით ქალი, მეორე არ ჰყავს.