კახეთში ავარიაში შუახნის ქალი დაიღუპა

ქალი გზაზე გადადიოდა, როდესაც მას მანქანა დაეჯახა
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქალი გზაზე გადადიოდა, როდესაც მას ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“).