„ჩემი მუსიკის პედაგოგი იყო მსახიობ სანდრო ჟორჟოლიანის მეუღლე ირინა ორეხოვსკაია“, – იხსენებს გია ყანჩელი სატელევიზიო გადაცემაში.
გია ყანჩელი – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, დაწერილი აქვს ოპერა „და არს მუსიკა", ექვსი სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისთვის, მუსიკა სპექტაკლებისთვის "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; მუსიკა კინოფილმებისთვის "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "როცა აყვავდა ნუში" და სხვ. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, პრიზი "ნიკა" კინომუსიკისთვის, საქართველოს სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვ.