ქართველი მომღერალი ამერიკულ „ნიჭიერში" მონაწილეობს

მომღერალმა მუსიკალური განათლება ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მიიღო.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მომღერალი ვაჟა მანია 2019 წლის ამერიკულ „ნიჭიერში" (America's Got Talent) იღებს მონაწილეობას, ამის შესახებ მომღერალი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.

„America's Got Talent 2019 Audition. Wish me luck & Stay tuned! (ამერიკული „ნიჭიერი" 2019. მისურვეთ წარმატება, დარჩით ჩემთან)", – წერს მომღერალი.

ვაჟა მანია საზოგადოებამ წლების წინ „ჯეოსტარის" მუსიკალური კონკურსის მეშვეობით გაიცნო. ამას გარდა გასულ წელს მისი კვარტეტი ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზ-კონკურსის MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ფინალისტებს შორის მოხვდა.

მომღერალმა მუსიკალური განათლება ბოსტონში, ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში მიიღო.