საქართველომ ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

ქართველ სპორტსმენს გამარჯვებისთვის ერთი კილოგრამი დააკლდა.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ძალოსანი რევაზ დავითაძე (-89 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აშხაბადში (თურქმენეთი) მიმდინარეობს.

ორჭიდში დავითაძემ 371 კილოგრამი მოაგროვა (168 აკვრაში და 203 - ატაცში). აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლებით 20 წლის დავითაძემ ორივე დისციპლინაში იუნიორთა შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ძალოსანმა ორი ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მსოფლიო ჩემპიონი ამ წონით კატეგორიაში რუსეთის წარმომადგენელი არტიომ ოკულოვი გახდა, რომელმაც ქართველს ერთი კილოგრამით აჯობა. ვერცხლი ბელარუსის წარმომადგენელს პაველ ხადასევიჩს ერგო.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დავითაძის ბრინჯაო პირველი მედალი გახდა საქართველოს ნაკრებისთვის. მსოფლიო პირველობის დასრულებამდე მამაკაცებს შორის ჯილდოები კიდევ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს წარადგენენ ანტონ პლესნოი (-96), ირაკლი ჩხეიძე (-102), ირაკლი თურმანიძე (-109) და ლაშა ტალახაძე (+109).

მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში 10 ნოემბერს დასრულდება.