თოფურია: მქონდა შემოთავაზება დეპუტატად მეყარა კენჭი

მომღერალი ქეთა თოფურია საუბრობს, გეგმავს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას.
Sputnik

„სხვათა შორის, მქონდა შემოთავაზება დეპუტატად მეყარა კენჭი, მაგრამ არ მიყვარს იმ საქმის კეთება, რაც ძალიან კარგად არ ვიცი და რისი კეთებაც არ მსიამოვნებს. მით უმეტეს, პოლიტიკა ისეთი ბინძური სფეროა, ნამდვილად არ მინდა“, – ამბობს ქეთა თოფურია.

ცნობილი მომღერლის განცხადებით, არის ძალიან ემოციური, ამიტომ პოლიტიკაში ყოფნა ძალიან გაუჭირდებოდა.