ჩხოტუა: ტრანსპლანტაცია საჭიროა მაშინ, როცა ვერც ერთი თირკმელი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას

უროლოგ-ტრანსპლანტოლოგი, პროფესორი არჩილ ჩხოტუა თირკმლის გადანერგვაზე საუბრობს.
Sputnik

„მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთია თირკმლის ტრანსპლანტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც თირკმლის ტრანსპლანტაცია, ისე თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიისთვის მოწოდებული მკურნალობის ყველა სხვა მეთოდი აქტუალური და საჭირო ხდება მაშინ, როცა ორიდან ვერც ერთი თირკმელი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას“, – ამბობს არჩილ ჩხოტუა.

სპეციალისტის განცხადებით, ორივე თირკმელი ზიანდება მაშინ, როცა არის რაღაც სისტემური დაავადება, რომელიც იწვევს ორივე თირკმლის გათიშვას.