თბილისში ყველისა და ცხელი სასმელების დღე გაიმართება

ღონისძიების სტუმრებს ელოდებათ ყველის სხვადასხვა სახეობა და გემრიელი მასტერ-კლასები.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ყველისა და ცხელი სასმელების დღე მთაწმინდის პარკში 1 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

დღესასწაულის პროგრამაშია ჭაჭის გამოხდა, ხაჭაპურისა და ჭვიშტარის მომზადების მასტერ-კლასები.

ტენილი, ჩოგი, კალტი... რვა ათასი წლის ისტორია და ჭაჭაში დამალული ყველი

წარმოდგენილი იქნება ქართული ყველის მრავალფეროვანი სახეობები: სვანური ნარჩვი, თუშური ჩოგი, კალტი, დამბალხაჭო, ყველის კუპატი, აჭარული ყურუთი, აზერბაიჯანული გურუთი, ცხელი ყველი ლავაშებთან და ადგილზე დამზადებულ მაკარონთან, მაყალზე შემწვარი თეთრი და შებოლილი ყველის მწვადები, ცხელი ჩაი, თბილი გლინტვეინი.

ღონისძიება პარკის მთავარ მოედანზე 11:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება სასიამოვნო მუსიკის ფონზე წარიმართება.