Rustavi2 თუ Imedi - რომელ ტელეკომპანიას აქვს მეტი შემოსავალი რეკლამიდან 

რეკლამით მიღებული შემოსავლების მიხედვით ტელეკომპანია Rustavi2 ლიდერობს
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi2-ის მიერ რეკლამით მიღებული შემოსავლები მესამე კვარტალში 9%-ით გაიზარდა, ხოლო ტელეკომპანია Imedi-ს, რომელიც ბოლო დრომდე ძირითადად ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა, - 6%-ით შემცირდა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე გავრცელდა.

ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა >>

რეკლამის ბაზარზე ამ ტელეკომპანიების წილი 65%-ს შეადგენს. Rustavi2-მა ივლისიდან სექტემბრამდე რეკლამით 5,8 მილიონი ლარი გამოიმუშავა, ხოლო „იმედმა“ – 4,8 მილიონი ლარი.

ტელეკომპანია „იმედი“: ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი...

ბევრჯერ ნაკლები გამოიმუშავა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება - 1,9 მილიონ ლარზე მეტი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამით შემოსავლის მიღების უფლება მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში მოიპოვა.

ტელეკომპანია „იმედმა“ შეცვალა საინფორმაციო პოლიტიკა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სადაც ხმების თითქმის თანაბარი რაოდენობა მიიღეს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

ტელეკომპანია Imedi ოქტომბრის ბოლოდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რათა ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას.