სენაკში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სენაკში ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და მას ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.