საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

გუშინ 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისთანაც დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში სამი წუთის შუალედით ორი მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში მიწისძვრა მოხდა

პირველი ბიძგები ქალაქ ონთან გამთენიისას, თბილისის დროით 05:17 საათზე დაფიქსირდა. სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. 05:20 საათზე კი 3.3 მაგნიტუდის ბიძგები საჩხერესთან მოხდა.

გუშინ, 17:36 საათზე 2,8 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისთანაც დაფიქსირდა. კერძოდ, ეპიცენტრი თბილისთან ახლოს, ქალაქ მცხეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ ქვიშიანთან მდებარეობდა.