ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 6 ნოემბერი

ფენშუის სპეციალისტი ეკატერინე კვარაცხელია „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს ფენშუის 6 ნოემბრის პროგნოზზე.
Sputnik
ფენშუის სპეციალისტის რჩევები – 6 ნოემბერი

„6 ნოემბერი წყლის ვეფხვის დღეა. დღე სასიკეთო იქნება გრძელვადიანი კონტრაქტების დასადებად, სამსახურში მოსაწყობად. ისინი, ვინც ენერგეტიკულად აქტიურ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, კიდევ უფრო მეტ ენერგიას შეიძენენ, ხოლო ისინი, ვინც პასიური ცხოვრების რიტმით ცხოვრობენ, იგრძნობენ ენერგიის მოჭარბებას“, — აღნიშნა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ფენშუის სპეციალისტის განმარტებით, არასასურველი დღეა მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის.