რა შუაშია ლამაზი ვარცხნილობა პლასტმასის ბოთლთან: სერიიდან „რას არ მოიგონებს კაცი?!“

თუ წვეულებაზე ხართ წასასვლელი და თმის ლამაზად, კულულებად დავარცხნა გნებავთ, ნუ დახარჯავთ ფულს სალონზე, აიღეთ პლასტმასის ბოთლი, გადაჭერით შუაზე და...
Sputnik

რატომ უნდა დახარჯოთ ფული სილამაზის სალონზე ან ძვირადღირებულ ფენ-სავარცხლებზე, როცა შეგიძლიათ ინტერნეტს ჩახედოთ და მავანი გამჭრიახის მიერ მიგნებული ხერხით ისარგებლოთ? 

აი, მაგალითად, თუ წვეულებაზე ხართ წასასვლელი და თმის ლამაზად, კულულებად დავარცხნა გნებავთ, სალონის სტუმრობის დრო კი არ გრჩებათ, ან საჭირო თანხა არ გაქვთ, მხსნელად ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლი მოგევლინებათ.

როგორ?! როგორ და, აიღეთ, ვთქვათ, კოკა-კოლის ბოთლი, მოაჭერით თავი, მერე კი ქვედა ნაწილს გვერდიდანაც გაუკეთეთ ჭრილი. ამის შემდეგ...

ამის შემდეგ კი ვიდეოს უყურეთ და ნახეთ, როგორ მოიქცეთ და რა შედეგს მიიღებთ.