მარნეულში სკოლის გაქურდვისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს 

დაკავებულებს 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ოთხი ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა მარნეულის ერთ–ერთი საჯარო სკოლის გაქურდვის ფაქტზე, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვებგვერდი.

ქუთაისში კორეელმა ტურისტმა ლიეტუველი გაქურდა

ბრალდებულთა ასაკი 24 წლიდან 16 წლამდე მერყეობს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის N8 საჯარო სკოლიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.