ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 6 ნოემბერს

დედაქალაქში სამშაბათს დღისით 14 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები სამშაბათს, 6 ნოემბერს თბილისში ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით +7 გრადუსზე, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:38 საათზე ამოვა და 17:50 საათზე ჩავა.